ზუგდიდთან ცოლ-ქმარი დაიღუპა – მანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს

ზუგდიდთან ცოლ-ქმარი დაიღუპა - მანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარსზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არის მსხვერპლი. სამი დაღუპულიდან ორი ცოლ-ქმარია.

ავარიის შედეგად დაშავებული 2 პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სოფელ დარჩელში მერის წარმომადგენელმა დავით ბიგვავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის მოხდა. ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.