“აკე­თებ ერთს, გა­მოგ­დის მე­ო­რე და სა­ბო­დი­შოდ გიხ­დე­ბა საქ­მე” – როგორ დაარიგეს ზუგდიდში ნაციონალებმა პირბადეები – ვიდეო

"აკე­თებ ერთს, გა­მოგ­დის მე­ო­რე და სა­ბო­დი­შოდ გიხ­დე­ბა საქ­მე" - როგორ დაარიგეს ზუგდიდში ნაციონალებმა პირბადეები - ვიდეოზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში “სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის” და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას, სა­დაც პირ­ბა­დე­ებს, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რებს და ხელ­თათ­მა­ნებს არი­გებ­დნენ, ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა.

იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ბულ­ვარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა “რა­დიო ათი­ნა­თი” იუ­წყე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ად­გილ­ზე ყოფ­ნი­სა და მო­წო­დე­ბი­სა, მო­ქა­ლა­ქე­ებს დის­ტან­ცია და­ეც­ვათ, ხალ­ხი ერ­თად იყო შეჯ­გუ­ფე­ბუ­ლი და ყვე­ლა ცდი­ლობ­და, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი მი­ე­ღო.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უხ­და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთ ლი­დერს, ნიკა მე­ლი­ას. ის “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს:

“ზუგ­დიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით… ხან­და­ხან ხდე­ბა, აკე­თებ ერთს და გა­მოგ­დის მე­ო­რე და სა­ბო­დი­შოდ გიხ­დე­ბა საქ­მე. სწო­რედ ეს მოხ­და ზუგ­დიდ­ში. გვინ­დო­და დამ­ცა­ვი პა­კე­ტე­ბი (სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და პირ­ბა­დე­ე­ბი) მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ჩენი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორც მი­ვა­წო­დეთ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში – რი­გის, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით.

ზუგ­დიდ­ში კი, იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და, სამ­წუ­ხა­როდ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა იმი­ტო­მაც, რომ სხვა რე­გი­ო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზუგ­დიდ­ში პო­ლი­ცია არ გვეხ­მა­რე­ბო­და დის­ტან­ცი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში.

რო­გორც კი საფრ­თხე გა­ა­ნა­ლიზ­და, და­რი­გე­ბა შე­წყდა, მაგ­რამ ეს მა­ინც არ გვა­მარ­თლებს. გათ­ვლი­ლი უნდა გვქო­ნო­და ყვე­ლა დე­ტა­ლი და პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ ელოდ­ნენ ამ­ხე­ლა ნა­კადს.

ზუგ­დი­დის ინ­ცი­დენ­ტმა აჩ­ვე­ნა ერ­თის მხრივ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა და მე­ო­რეს მხრივ ის, თუ რო­გორ ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ტო­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, სახ­ლში გა­მოხ­დი­ლი არ­ყით დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და კაშ­ნე­ე­ბით დაც­ვის ამა­რა” – და­წე­რა მე­ლი­ამ.

ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შტა­ბიც”:

“პირ­ბა­დე­ე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სი­თხე რიგ­დე­ბა უკვე 2 კვი­რაა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის ეგი­დით ახალ­გაზ­რდა მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბის მიერ, რად­გან მთავ­რო­ბამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ამ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის.

ყვე­ლა და­რი­გე­ბის პრო­ცე­სი იყო და­გეგ­მი­ლი მთავ­რო­ბის გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რი­გის რე­გუ­ლი­რე­ბას და ადა­მი­ან­თა შო­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო პო­ლი­ცი­ის მიერ.

დღეს ზუგ­დიდ­ში მო­ვი­და იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ვიდ­რე პო­ლი­ცი­ას წარ­მო­ედ­გი­ნა, და მო­ხა­ლი­სე­ებს და­რი­გე­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­უ­წი­ათ.

გან­მე­ო­რე­ბით მივ­მარ­თავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჩვენ მზად ვართ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, და ვთხოვთ, რომ ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ნაც­ვლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად და­ეხ­მა­როს ხალ­ხს” – ნათ­ქვა­მია ექს-პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭერ­თა მიერ “ფე­ის­ბუქ­ზე” გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამბები