ავარია გორთან – დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2 ადამიანი

ავარია გორთან - დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2 ადამიანი27 მარტს საღამოს ავარია მოხდა გორის რაიონის სოფელ კარალეთში. ერთმანეთს ნისანის  მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად დაშავდა 2 და დაიღუპა 1 ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, ერთი პაციენტის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა.

,,ავარიის შედეგად კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ზედა კიდურზე აღენიშნებოდა მსუბუქი ტრავმა, ტრავმატოლოგის მხრიდან გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და გაეწერა ბინაზე.

აღნიშნული ორი დაშავებულის გარდა, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის ადგილიდან კიდევ ერთი პირი გადმოიყვანა, თუმცა, კლინიკაში შემოყვანისას გვამი იყო“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ლექსო ხეთაგურმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.