ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის

ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნისგა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თენ­გიზ კა­ლან­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბის საფრ­თხეს არ ქმნის.

“არ­სად მსოფ­ლი­ო­ში სურ­სა­თით ვაჭ­რო­ბა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, არც იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც პიკი გა­და­ი­ა­რეს და სა­ი­და­ნაც ეს და­ა­ვა­დე­ბა წა­მო­ვი­და. არც ერთი ფაქ­ტი, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის ამ ვირუ­სის სურ­სა­თის­მი­ე­რი გა­და­ცე­მის.

რო­გორც იმ­პორ­ტით შე­მო­დის სურ­სა­თი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე – თბი­ლი­სი­დან სა­კა­რან­რი­ნო ზო­ნა­ში, ბოლ­ნის­სა და მარ­ნე­ულ­ში შე­დის პრო­დუქ­ცია და იქე­და­ნაც სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბი გა­მო­დის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ეს არის ხილი და ბოსტნე­უ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ რე­გი­ონ­ში ბევ­რი სა­წარ­მოა, ეს არის ხილ­ბოსტნე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა, რძის წარ­მო­ე­ბა, მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა, კვერ­ცხის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­და­სახ­ვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თუმ­ცა, კონ­ტროლ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი თვი­თონ პი­როვ­ნე­ბე­ბი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე და არა სხვა ნივ­თე­ბი­დან და სურ­სა­თით. ამი­ტომ გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ნა­კა­დის მოძ­რა­ო­ბა.რო­გორც მძღო­ლე­ბი, ასე­ვე დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი უნდა იყ­ვნენ ეკი­პი­რე­ბუ­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ბა­დით, ხელ­თათ­მა­ნით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით. მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას აკონ­ტრო­ლებს პატ­რუ­ლი.

ის, რომ ვირუ­სი მოხ­ვდეს სურ­სა­თის ზე­და­პირს და იქე­დან ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდეს, ეს არის თე­ო­რი­უ­ლი რის­კი, რაც პრაქ­ტი­კა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ ჩვენ, ექი­მე­ბი მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, რომ არა მარ­ტო ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­მედ სა­ერ­თოდ, უნდა და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ხილი და ბოსტნე­უ­ლი საპ­ნით უნდა გა­რე­ცხონ.

“ვიძ­ლე­ვი რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ხილ-ბოსტნე­უ­ლი გა­ი­რე­ცხოს საპ­ნით, რომ ჩა­მო­ვა­შო­როთ ბაქ­ტე­რი­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია ასე­ვე, რომ პრო­დუქტმა გა­ი­ა­როს თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა. პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც უმად მი­ვირ­თმევთ, კარ­გად უნდა გავ­რე­ცხოთ, და­ვა­მუ­შა­ვოთ და შე­ვი­ნა­ხოთ. უმი ბოსტნე­უ­ლი – სტა­ფი­ლო და ჭარ­ხა­ლი არა­ნა­ირ სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, უნდა გავ­რე­ცხოთ, გავ­თა­ლოთ და კვლავ გავ­რე­ცხოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის რისკს არ წარ­მო­ად­გენს“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ კა­ლან­და­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი ნაკ­ლე­ბად არის აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ზე.

ამას­თან, კა­ლან­და­ძის თქმით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა ღია და და­ხუ­რულ აგ­რა­რულ ბა­ზარს მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია, კონ­კრე­ტუ­ლი წე­სე­ბი და­იც­ვან.

“შე­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლელ­ში უნდა გა­ნა­თავ­სონ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რაც უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია, უნდა გა­ა­ორ­მა­გონ რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ჰქონ­დეს პირ­ბა­დე და ხელ­თათ­მა­ნი და ხში­რად იტა­რებ­დნენ ჰი­გი­ე­ნის პრო­ცე­დუ­რას. ამის კონ­ტრო­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს კონ­ტროლს, არ მოვ­დუ­ნე­ბულ­ვართ.

ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი, დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ტის გან­თავ­სე­ბა, სა­მა­ცივ­რე პრო­დუქ­ტის სწო­რად გან­თავ­სე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა. ასე­ვე, მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ვე­ცით დის­ტან­ცი­ის დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცია, რაც ყო­ველ 2-3 წუთ­ში ცხად­დე­ბა ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბით და ამას აკონ­ტრო­ლებს კი­დეც დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

მან უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­ლე­ბი­დან ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცია გა­ი­ყი­და. „ასე­თი ფაქ­ტზე მე არ მსმე­ნია. ვა­და­გადსუ­ლი პრო­დუქ­ცია ჩვენ იქ არ შეგ­ვი­ნიშ­ნავს. მაგ­რამ მო­ვუ­წო­დებ მომ­ხმა­რე­ბელს, თუ მათ რა­ი­მე ფაქ­ტი ექ­ნე­ბათ ვა­და­გა­სულ ან გა­ფუ­ჭე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენს ცხელ ხაზ­ზე – 15 01 დაგ­ვირ­ე­კონ და გვაც­ნო­ბონ, რა­ზეც მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­ძემ.

ამბები