დიკო ჯოჯუა თვითიზოლაციაშია – “ორშაბათიდან გავალ სამსახურში”

დიკო ჯოჯუა თვითიზოლაციაშია - "ორშაბათიდან გავალ სამსახურში"“მთა­ვა­რი არ­ხის” მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე შე­ამ­ჩნევ­და, რომ არ­ხის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სახე, 9 სა­ა­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი, დიკო ჯო­ჯუა ეთერ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მის ნაც­ვლად გა­მოშ­ვე­ბა თა­მარ ბა­ღაშ­ვილს მიჰ­ყავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

AMBEBI.GE დიკო ჯო­ჯუ­ას და­უ­კავ­შირ­და.

დიკო ჯოჯუა:

– თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ორ­შა­ბა­თი­დან გა­ვალ სამ­სა­ხურ­ში.

– ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს მა­მამ­თილს ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ამი­ტომ მოხ­და თქვე­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა?

– პირ­ველ რიგ­ში ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ჩა­მო­ვი­და შოტ­ლან­დი­ი­დან, ასე­ვე არა­პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი მქონ­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან, ამი­ტომ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­ყა­ვით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ოჯა­ხის არ­ცერთ წევ­რს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ გვქო­ნია, ყვე­ლა ჯან­მრთე­ლია და მალე დავ­ბრუნ­დე­ბი ეთერ­ში.

ამბები