გაერო – გაათავისუფლეთ პატიმრები!

გაერო - გაათავისუფლეთ პატიმრები!კორონავირუსის გამო, სახელმწიფობს პატიმრების გათავისუფლებისკენ ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი მოუწოდებს.

როგორც მიშელ ბაჩელეტი აცხადებს, ვირუსმა ციხეებსა და საემგირაციო ცენტრებს „დაარტყა“. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ გზები თუ როგორ გაათავისუფლებენ საპატიმროებიდან იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო, მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

„კორონავირუსმა ციხეებს და საემიგრაციო დაკავების ცენტრებს დაარტყა. ის თავშესაფრებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რაც ყველაზე მოწყვლად მოსახლებას საფრთხის ქვეშ აყებებს.

მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ასაკოვანი პატიმრები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ის პირები, ვინც მსუბუქ დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“,- განაცხადა კომისარმა.