7 მარტს გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოთხივე მათგანი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა.
ექიმების თქმით, 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაშავებულის – 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება, უკიდურესად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
იპნ

