გორში მანქანა ამობრუნდა – 4 ახალგაზრდა დაშავდა, 1 მძიმედაა

7 მარტს გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოთხივე მათგანი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა.

ექიმების თქმით, 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაშავებულის – 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება, უკიდურესად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

იპნ