კანის კინოფესტივალი გადაიდო – გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა

კანის კინოფესტივალი გადაიდო - გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალასაფრანგეთმა გამოაცხადა კანის კინოფესტივალის გადადების შესახებ, რომელიც კანში 12-23 მაისს უნდა გამართულიყო.

განიხილება მისი ჩატარების სხვადასხვა თარიღი. მათ შორისაა ივნისის ბოლო. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში 1.861-ით გაიზარდა და 10.995-ს მიაღწია.

ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372-ს მიაღწია.