ხოსეპ გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მილიონი ევრო გაიღო

მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და ცნობილი ადამიანები ასევე ჩაერთვნენ ამ ბრძოლაში, მათ შორის არის მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომლის მშობლიურ ესპანეთში ვირუსმა ფეხი სერიოზულად მოიკიდა.

გვარდიოლამ ბარსელონას ერთ-ერთ ფონდს, რომელიც კორონავირუსს ებრძვის მილიონი ევრო გადაურიცხა. გვარდიოლამ განაცხადა რომ ეპიდემია ყველას პრობლემაა და ის ვალდებული იყო რომ ასე მოქცეულიყო. ლიონელ მესიმ ასევე მილიონი ევრო გაიღო, ნაწილი არგენტინისთვის, ხოლო ნაწილი ესპანეთისთვის.