კორონავირუსის დამარცხებაში კარგ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს – კვლევის შედეგი

კორონავირუსის დამარცხებაში კარგ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს - კვლევის შედეგიპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ადამიანის ემოცია ასრულებს.

როგორც ლევან რატიანმა განმარტა, ჩატარებული ცდის შედეგის მიხედვით, პაციენტებს, რომელთაც კარგი განწყობა და ბრძოლის უნარი აქვთ, ვირუსი 12-15 დღეში დაამარცეხეს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას. დასნეულებულ პაციენტებს ჩაუტარეს ასეთი ცდა, დაჰყვეს ორ ჯგუფად: დეპრესით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული და არადეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. ამის შემდეგ მელატონინის კონცენტრაცია შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც გააჩნიათ კარგი განწყობა და ბრძოლის უნარი, 12-დან 15 დღეში ვირუსის ელიმინაცია მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო, თუ მოხდა ჩვენი ორგანიზმის ინფიცირება, არ უნდა მივეცეთ დეპრესიას, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ“, – განაცხადა რატიანმა.