კორონავირუსის შესახებ პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის ფაქტზე, პაატა ბურჭულაძის შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. შუქრი ბურჭულაძე ამ წუთებში მის უფლებადამცველს ხვდება.
საუბარია კორონავირუსის შესახებ პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის ფაქტზე, რომლის გამოც, პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება ოჯახის წევრებთან ხუმრობით გააგზავნა და მის კომპანიას ამ ფაქტთან კავშირი არ აქვს.