“ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა, ვიგუდებოდი…” –  ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა, ვიგუდებოდი..." -  ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხაეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, აღ­წერს, რო­გორ შეძ­ლო ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ემ­კურ­ნა­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ვირუ­სი და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა. ქალ­მა ვრცე­ლი პოს­ტი “ფე­ის­ბუქ­ზე” Covid-19-თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ფო­რუმ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

“სა­ლა­მი, მე ვარ კატო. უკვე სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია მე­რამ­დე­ნე დღეა სახ­ლში ვარ გა­მო­კე­ტი­ლი. ეს­პა­ნეთ­ში ვცხოვ­რობ აგერ უკვე 11 წე­ლია.

მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით ჩემი, რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან covid 19 თვით­მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს. ადრე მქონ­და დას­მუ­ლი კი­თხვა იყო თუ არა ვინ­მე ამ ვირუ­სით და ლა­მის ქვე­ბი მეს­რო­ლეს. მინ­და გი­თხრათ და და­გამ­შვი­დოთ, რომ ეს არ არის სირ­ცხვი­ლი, იმი­ტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანა­თებს. ასე რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას შეხ­ვდეს.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ­დი და სა­ნამ ჩემს ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბო­და covid 19 მო­მა­რა­გე­ბუ­ლი მქონ­და სა­დე­ზინ­ფექ­ციო გე­ლე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. მეტ­რო­ში ვცდი­ლობ­დი, რომ ახ­ლოს არა­ვის­თან არ დავ­მდგა­რი­ყა­ვი და ა.შ. მაგ­რამ ამ ვირუ­სის დროს ხში­რად გვგო­ნია, რომ უცხო ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო, რაც მცდა­რია, შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი­ვე ოჯა­ხის წევ­რი, მე­გო­ბა­რი, თა­ნამ­შრო­მე­ლი და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, იყო შემ­დეგ­ნა­ი­რად: და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ და­მე­წყო ყე­ლის ტკი­ვი­ლი, არ მქონ­და სურ­დო, არც ცე­მი­ნე­ბა. იმა­ვე დღეს და­მე­წყო მშრა­ლი ხვე­ლე­ბა. მე­გო­ნა გა­ცი­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და დი­დად ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. მე-3 და მე-4 დღე ალ­ბათ იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და ფილ­ტვე­ბი­დან ყო­ველ ჯერ­ზე ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თვა, ამო­სუნ­თვა იყო ტკი­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შეგ­რძნე­ბა, ვეც­დე­ბი აღვწე­რო. თით­ქოს მტვე­რი შე­გა­ყა­რეს ფილ­ტვებ­შიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კი­დევ დამ­სხვრე­უ­ლი ბოთ­ლის პა­ტა­რა ნა­წი­ლა­კე­ბი რომ გერ­ჭო­ბო­დეს. არ ვიცი რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად ვხსნი…

მოკ­ლედ, დავ­რე­კე ჩემს პი­რად ექიმ­თან, რო­მელ­თა­ნაც უკვე ამ დრო­ის­თვის ვი­ზი­ტის ჩა­ნიშ­ვნა უკვე გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო და მარ­ტო შე­მეძ­ლო სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია. ჰო, კი­დევ მახ­ლდა თა­ვის ტკი­ვი­ლი და თავ­ბრუს­ხვე­ვა. სიმპტო­მე­ბი როცა მო­ვუ­ყე­ვი ჩემს ექიმს, მი­თხრა რომ covid 19 სიმ­ტო­მე­ბი მქონ­და და რად­გა­ნაც რისკ ჯგუფ­ში არ შევ­დი­ო­დი, ვე­რა­ფერს გა­მი­კე­თებ­დნენ და უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სახ­ლში. ვერც გა­ვი­დო­დი, ვერც ვე­რა­ვინ შე­მო­ვი­დო­და ჩემ­თან.

თა­ვი­დან მე­გო­ნა რომ მე არა, რა­ნა­ი­რად სა­ი­დან. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მად­რიდ­ში იყო და ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი მქონ­და 10 დღის წინ ისიც იგი­ვე სიმპტო­მე­ბით ცუ­დად იყო და covid 19 და­უდ­გინ­და. ის რისკ ჯგუფ­ში შე­დი­ო­და და მას ჩა­უ­ტა­რეს ტეს­ტი.

მოკ­ლედ, ვაგ­რძე­ლებ მო­ყო­ლას. მე­ექ­ვსე დღეს სუნ­თქვა უფრო მიძ­ნელ­დე­ბო­და და ამას და­ე­მა­ტა სი­ცხე­ე­ბი. სი­ცხე­ე­ბი არც ისე მა­ღა­ლი მქონ­და 37.8 , 37.9. პა­რა­ცე­ტა­მო­ლით ვაგ­დებ­დი და ჩემს უჟანგბა­დო­ბას ინ­ჰა­ლა­ტო­რით ვებ­რძო­დი, მაგ­რამ დი­დად არ მეხ­მა­რე­ბო­და. სა­უ­ბა­რი მი­ჭირ­და, იმი­ტომ რომ ის­ტე­რი­კუ­ლი ხვე­ლა მე­მარ­თე­ბო­და. ამი­ტომ უმე­ტე­სად ვცდი­ლობ­დი მშვი­დად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩუ­მად.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ალ­ბათ მე-8 დღე აღ­მოჩ­ნდა 2-ჯერ მქონ­და შე­ტე­ვა და მე­გო­ნა რომ ვი­გუ­დე­ბო­დი (ჩემი ექი­მი ყო­ველ­დღე სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და ჩემ­თან და რო­გორც აქამ­დე quedate tranquila en casa იყო პა­სუ­ხი (დარ­ჩი სახ­ლში კა­რან­ტინ­ში) მოკ­ლედ გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით ექიმ­თან წას­ვლა. მა­ნამ­დე დავ­რე­კე სას­წრა­ფო­ში და ვი­კი­თხე, თუ რო­გორ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი ისე, რომ სხვის­თვის საფრ­თხე არ შე­მექ­მა. გვი­ან ღა­მით ჩემი ნიღ­ბით ხელ­თათ­მა­ნით ფე­ხით წა­ვე­დი ჰოს­პი­ტალ­ში. ქუ­ჩა­ში არა­ვინ იყო, ალ­ბათ სულ 2 ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა და ორი­ვე­ჯერ გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვე­დი.

როცა მი­ვე­დი, ალ­ბათ ეს იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. მოკ­ლედ, ეკი­პი­რე­ბუ­ლი ექი­მი კი­თხვით რა­ტომ მოხ­ვე­დი? პა­სუ­ხი: ვიხ­რჩო­ბი. მოკ­ლედ შე­ში­ნე­ბუ­ლი ექი­მე­ბი, შე­ში­ნე­ბუ­ლი მე, კეთ­რო­ვა­ნი­ვით ვიგ­რძე­ნი თავი და ვი­ყა­ვი კი­დე­ვაც ახ­ლოს არ მე­კა­რე­ბოდ­ნენ. მა­თიც მეს­მის. შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და არა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლი არ აქვთ იმის­თვის, რომ თავი და­იც­ვან. გა­და­მი­ღეს რენდგე­ნი. და­მი­ნიშ­ნეს წა­მა­ლი და წა­მო­ვე­დი ისევ სახ­ლში.

დღეს მე10 დღეა. თავს ბევ­რად უკეთ ვგრძნობ. ნაკ­ლე­ბად მახ­ვე­ლებს. იმე­დია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქ­ნე­ბი. ერ­თა­დერ­თი ის მინ­და, რომ დრო­ზე მორ­ჩეს და ჩემი შვი­ლე­ბი ჩა­ვი­ხუ­ტო ისევ გულ­ში. მინ­და გი­თხრათ რომ არც ისე­თი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია covid 19. უბ­რა­ლოდ მინ­და გთხო­ვოთ და გირ­ჩი­ოთ, რომ თუ ვინ­მე გყავთ უფ­რო­სე­ბი, ბე­ბი­ე­ბი-ბა­ბუ­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, ან ისე­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვი­საც პა­თო­ლო­ე­გი­ე­ბი აქვთ, შე­ე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად იზო­ლა­ცი­ა­ში ამ­ყო­ფოთ. არ მიხ­ვი­დეთ, საკ­ვე­ბი და­უ­ტო­ვეთ კა­რებ­თან. 10 დღე.

პირ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა დავ­კარ­გე, რაც სუ­ლაც არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა. იმე­დია ესეც მალე და­მიბ­რუნ­დე­ბა. მე რამ­დე­ნი­მე დღე კი ვი­ყა­ვი ცუ­დად, მაგ­რამ არა ისე რომ ადა­მი­ან­მა ვერ გა­უძ­ლოს, მაგ­რამ ვი­საც სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ასე შემ­დეგ, იმათ­ვის რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

რაც მთა­ვა­რია გა­ნე­წყვეთ და­დე­ბი­თად. არ აყ­ვეთ ნერ­ვებს. ნერ­ვი­უ­ლო­ბა აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს და უფრო გა­გიგ­რძელ­დე­ბათ. მი­ი­ღეთ ბერ­ვი სი­თხე. თავს გა­უფრ­თხილ­დით და გა­უფრ­თხილ­დით სხვებს
პ.ს რაც შე­ე­ხე­ბათ ბავ­შვებს. რო­გორც აქ ამ­ბო­ბენ ბავ­შვე­ბი ჩუმი მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან და ამი­ტო­მაც გვყავს ბავ­შვე­ბი სახ­ლებ­ში გა­მო­კე­ტი­ლი. ნუ გე­ში­ნი­ათ, თქვენ შვი­ლებს არა­ფე­რი და­ე­მარ­თე­ბათ. უმ­ჯო­ბე­სია, ბე­ბია ბა­ბუ­ებ­თან არ და­ტო­ვოთ და არც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მა­ღა­ლი რისკ ჯგუფ­შია. ნუ გე­ში­ნი­ათ. თუ მე შევ­ძე­ლი თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებთ გამ­კლა­ვე­ბას” – წერს ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

კო­რო­ნა­ვირუს­მა ევ­რო­პა­ში იტა­ლი­ის შემ­დეგ, ეს­პა­ნე­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა. ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 28 572 ადა­მი­ანს შე­ად­გენს. სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 1720, გა­მო­ჯან­მრთელ­და 2575 ადა­მი­ა­ნი. შა­ბათს, მხო­ლოდ ერთ დღე­ში, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა 1326 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და.

ამბები.გე