“3 დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ, 15 დღით კარანტინში ყოფნაც მომისაჯეს” – ქართველი ემიგრანტის წერილი მილანიდან

"3 დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ, 15 დღით კარანტინში ყოფნაც მომისაჯეს" - ქართველი ემიგრანტის წერილი მილანიდანემიგრაციაში მყოფი ქართველი ნუნუ რობაქიძე მილანიდან სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს: „ვზივარ და ველოდები როდის გ ა თ ე ნ დ ე ბ ა… მეტად სამწუხაროდ, სამშობლოს გარეთ იტალიაში მილანში ვარ ამ ურთულეს, კატასტროფულ სიტუაციაში… სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ…

ირგვლივ თითქოს სიცოცხლე აღარ არსებობს…ასე დააზომბირეს მსოფლიო ხალხები… ქალბატონის შვილი მეტად ყურადღებიანია, მაგრამ ამ სიტუაციაში ვერვინ გვეკარება, არავინ არ შემოდის. არც არაფერი გაუკეთეს სასწრაფოს მხრიდან, ვართ იმის იმედზე, რომ გარდაიცვალა მისი დროით.

მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყოველანაირად, როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს….სანთლები ავუნთე… ვილოცე, საგალობლებიც ჩავურთე…მაგრამ ეს დრო არ და არ გავიდა… მარტო ძნელი ყოფილა მიცვალებულთან ყოფნა… ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ რომ არ შევუწყო ხელი ვირუსს.

კარანტინში ყოფნა მომისაჯეს 15 დღით იმის გამო, რათა არ იციან ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა. დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი და წაასვენებენ. ვერავინ ნათესავი და ოჯახის წევრი ვერ მოდის შიშისაგან… შევრჩი მე მხოლოდ… ღმერთი არს ჩემთან, ჩემი უსასრულო სიყვარული – ქრისტე ღმერთი… ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება… ფული არის ყველაზე ბინძური ბოროტის მანქანა…

სულიერებიდან გამოფიტა მსოფლიო ერები… ადამიანთა სისხლისმსმელებად აქცია… როდესაც მაღალსულიერების დრო დადგება მას არაფერი არ შეეძლება, ის წარმავალია, მხოლოდ სულიერი სიმაღლე გადაგვიყვანს ბოროტისაგან აგებულ ზღურბლზე, რომლის იქით უსასრულო სინათლე და სიყვარულია… ჯვარი სამყაროს საყრდენი დაგვიხსნის ყოველი საცდურიდან, ჯვარს მივენდოთ და ჯვრის დაუძლეველობას დავეყრდნოთ!!!

ქართული უკვდავების ხისაგან დამზადებული ჯვარის მადლმა დაგვიხსნას სრულიად ქრისტეს დიდი ერი, გაფანტული დედამიწის ზურგზე თუ გვემულ სამშობლოში გვემული დიდი ერის შვილები…ციხეებში, სავადმყოფოებში, ქუჩაში, შიმშილში, ცრემლში… ღმერთს და ჯვარს მივენდოთ, ყოველივე წარმავალია…ჩვენ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ… ეს გარდაუვალია!!!

ნუ დაველოდებით ბაბილონის გოდოლივით აგებულ ქალაქებში ხელოვნურად მოწყობილ წარმავალ სიცოცხლეს… გავიდეთ ბუნებრივ ღმერთით მომადლებულ საარსებო ულამაზეს ბუნებაში… არა კაცთა ქმნილში…იქ მიცვალებაც გემრიელია, შრომაში დაღლილს დასვენებაც ხომ გვწადია, შვებაა შრომიდან გარდასვლა,სანეტარო შვება… ქართულ სუფრასა და სადღეგრძელოს იქ აქვს მადლმოსილება, საიდანაც მარადიულ გზაზე გავდივართ…გავიდეთ სოფლებში… მკვდარ ქალაქში სიცოცხლე არ არსებობს…

მარადიულს ვერ მიუახლოვდებით ბუნების შეცნობის გარეშე, მასთან თანაცხოვრების გარეშე, უნდა დაგცხას, უნდა გასველდე, უნდა გაიყინო, უნდა გათბე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი უნდა იარო… ისე ღმერთს ვერ ვიხილავთ… ავები იოლად დაგვიპყრობენ ფუქსავატობაში…სისხლიან კლანჭებს ჩაგვავლებენ და მაცდური ტკბილსიტყვიანობით სულს ამოგვხვდიან საჯოჯოხეთოდ… ღმერთს უნდა მიუახლოვდეთ… ჩემო ქართველებო, ღმერთი არაა ნაგებობებში…ღმერთი ბუნებაშია… უბრალოებაში… შრომაში, გულწრფელ ლოცვაში, სინანულში…ოფლის ღვრაში, სიხარულში, სიყვარულში, გაჭივრებაში თანადგომაში და არა სულისა და ხორცის მკვლელ სოდომურ ცდომებში… უზნეობა, ფუქსავატობაში…

– ქართული ჯვარის დაუძლეველობა შეგვეწიოს თითოეულ ქართველს, ვინც დღეს უკიდურეს გაჭივრებაშია,სამშობლოს გარეთ თუ სამშობლოში, შეგვაერთოს დედუფალმა ერთად, რომ არ მივიღოთ ავსულთაგან მზაკვრულად მოწოდებული მაცდუნებელი ნიშნები! დაგვეძლიოს ქართველობის სულიერი მისია! დაგვეძლიოს ეს მზაკვრული განსაცდელი ქრისტე ღმერთში რომ მოვხვდეთ უსასრულო სიხარულად! ამ ენითა ზეციურ მარგალურ ქართულითა, ავთა მალე გამასამართლებელითა!“, – წერს ქართველი ემიგრანტი.
2020ნიუსი