ლადო ნარსია – მეუფე იობის ეპარქიაში კანონიერი ქურდები მღვდლები ხდებიან 

ლადო ნარსია - მეუფე იობის ეპარქიაში კანონიერი ქურდები მღვდლები ხდებიან ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარიდაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს.  ურბნისისა და რუსისმიტროპოლიტის, მეუფე იობის ეპარქიაში კანონიერი ქურდებიმღვდლები ხდებიან. სამართალდამცველები დუმან. თეოლოგი კი,“2020NEWS“-თან ახალ საეჭვო სახელსა და გვარს ასახელებს.

როგორც თეოლოგი ლადო ნარსია სააგენტოსთან აცხადებს, რომ სასულიერო პირი თეიმურაზ ბერიშვილი, რომელიც ახლა პატრიარქის გვერდით დგას, წარსულში იარაღებისადმი სიყვარულითა და კრიმინალური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

“ხელისუფლებამ იცის, ამა თუ იმ სასულიერო პირს, როგორიკრიმინალური წარსული ჰქონდა, თუმცა შესაბამიად არ რეაგირებს.ყინწვისის მონასტერში, დაახლოებით, 90-იან წლებში იარაღებსინახავდნენ. სასულიერო პირი თეიმურაზ ბერიშვილი, რომელიც ახლაპატრიარქის გვერდში დგას, იარაღებისადმი სიყვარულით დაკრიმინალური, მოძველბიჭო ცხოვრებით იყო გამორჩეული. ის დღემდესასულიერო პირია“, – განაცხადა ნარსიამ.

მისივე თქმით, ყინსვისის მონასტერში მოღვაწე მამა დავით კობაიძე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული, მაღალი იმუნიტეტით სარგებლობს, რადგან მას ურბნისისა და რუსის მიტროპოლიტთან, მეუფე იობთან ახლო ურთიერთობა აქვს.

“ყინწვისის მონასტერში მამა დავითი მაღალი იმუნიტეტით სარგებლობს,რადგან მას მიტროპოლიტ იობთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ისეპარქიაში მენტორული ტონით გამოირჩეოდა. მისი  „პრიკაზები”მონასტრის საძმოს დანარჩენი წევრებისთვის ყოველთვის შემაწუხებელიიყო. 

ის, რაც ყინწვისის მონასტერში მოხდა, საპატრიარქოს რეალურ სახეს აჩვენებს. ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლება კვლავ საპატრიარქოს დაკვეთით  იმოქმედებს“,- განაცხადა ნარსიამ.

თეოლოგის განცხადებით, ურბნისისა და რუსის მიტროპოლიტი, მეუფე იობი მღვდლად კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს აკურთხებს. მისი თქმით, აღნიშნული მეუფე  სინოდის მიერ,  შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

“მეუფე იობს, როგორც  საზოგადოების, ისე ღმერთის წინაშე ტყუილიეკრძალება, თუმცა მასში მოძველბიჭო ელემენტები სჭარბობს.ეპისკოპოსი, რომელიც იტუება, საულიერო პირი უნდა იყოს?!  ის  საპატრიარქოში გამრჩეულად  ბნელი და საშიში ადამიანია.

 პირდაპირ გეტყვით, ის აკურთხებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხვალ ქვეყნისთვის დიდი პრობლემა გახდებიან. მის ეპარქიაში კანონიერი ქურდები მღვდლის სტატუსს იძენენ. ამ ყველაფერზე რეაგირება, სამწუხაროდ, არ ხდება“, –  განაცხადა ნარსიამ.

მისივე  თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის ჩადენის გამო, ყინწვისში მოღვაწე მამა დავითი ახლა დააკავა, თუმცა სხვა სასულიერო პირების მხრიდან ჩადენილი დანაშაული ჯერ კიდევ დაუსჯელი რჩება.

სააგენტო აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, მეუფე იობთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

ინფორმაციისთვის, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის დაპირიპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.  შედეგად, დაკავებულია მამა დავით კობაიძე, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული.