ნიუ-იორკში 80 წლის ქართველი მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

ნიუ-იორკში 80 წლის ქართველი მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალააშშ-ში ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია.

„ნიუ- იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი კოვიდ 19-ით დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“,- აცხადებენ უწყებაში.