სადიო მანე: “ იურგენ კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია“

ლივერპულის ერთ-ერთმა ლიდერმა სადიო მანემ მთავარ მწვრთნელზე იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა რომ იურგენი არამარტო შესანიშნავი მწვრთნელია, არამედ ძალიან კარგი ფსიქოლოგიც:

“ კლოპთან ერთად მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, რადგან ის ყველაზე რთულ მომენტებშიც ახერხებს საჭირო სიტყვების მოძებნას და ცდილობს რომ გუნდი კარგად განაწყოს. ის შესანიშნავი ფსიქოლოგია და ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვახერხებთ ბოლომდე ბრძოლას მოედანზე“.

მანემ ასევე დაამატა რომ კლოპი ყველა ფეხბურთელს ყურადღებას უთმობს და ცდილობს მათი სუსტი მხარეები გამოასწოროს.