საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 496-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 496-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

გასული ღამის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 485 იყო.

მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 149 პაციენტი.

ვირუსს საქართველოში 6 ადამიანი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 5 ათასამდე ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 571.