საქართველოში კოვიდ 19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა – 83 წლის მამაკაცს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა

საქართველოში კოვიდ 19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა - 83 წლის მამაკაცს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდასაქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

იპნ