თენგიზ ცერცვაძე – ექიმებისთვის პირბადეების რეზერვი საკმარისი არ არის

თენგიზ ცერცვაძე - ექიმებისთვის პირბადეების რეზერვი საკმარისი არ არის„პირბადეები, ჯერჯერობით, საკმარისია. ჯერ ყველას აქვს, ვისაც უნდა ჰქონდეს. მაგრამ რეზერვი საკმარისი არ არის. ამერიკას გაუჭირდა, ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა მრეწველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებითა და პირბადეებით.

ვეტო დაადო ყველა ამ საშუალების გარეთ გატანას და გაყიდვას. არც მათ და არც ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით, ყველა ამ დღეშია.

ჩვენთან ადგილობრივი პირბადეები გაჩნდა, ხალათები, რაღაც საშუალებები გაჩნდა. – ამის შესახებ  თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.