16 მაისს სახლიდან გავიდა და არ გამოჩენილა – ოჯახი 29 წლის ლუკა კვებლიანს ეებს

16 მაისს სახლიდან გავიდა და არ გამოჩენილა - ოჯახი 29 წლის ლუკა კვებლიანს ეებსუკვე ერთი კვირაა, 29 წლის ლუკა კვებლიანს ოჯახი ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 16 მაისს გავიდა. ის ბოლოს დაახლოებით 15 საათზე ჭიათურიდან საჩხერის მიმართულებით გადაადგილებისას ნახეს.

ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. მამაკაცი გადაადგილდებოდა ფეხით. ლუკა კვებლიანის სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თუ ფლობთ ინფორმაციას ლუკა კვებლიანის შესახებ, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს ან დარეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე – 595 328 000

რუსთავი 2