საქართველოში კოვიდ 19-გან მე-7 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
„ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშვიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5.320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

