ამირან გამყრელიძე – “ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს”

ამირან გამყრელიძე - "ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს"“ქორ­წი­ლის გა­დახ­დას შევ­ძლებთ, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით 10 კა­ცი­ანს” – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებს, მო­ქა­ლა­ქე­ებს გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბით ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევთ.

“ქორ­წილს შევ­ძლებთ, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, 10 კა­ცი­ანს… სა­ნამ ეპიდსი­ტუ­ა­ცია არ მოგ­ვემს სა­შუ­ა­ლე­ბას. კო­რო­ნა­ვირუს­მა კარ­გად გვას­წავ­ლა დღეს ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, მთე­ლი ქვე­ყა­ნა სპირ­ტი­ა­ნი დე­ზინ­ფექ­ტო­რე­ბით იმუ­შა­ვებს ხელს. ამა­საც გვას­წავ­ლის, რომ ზღვარს გა­და­სუ­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია, ასე აღ­ვნიშ­ნოთ,” – თქვა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ “რუს­თა­ვი 2”-ის ეთერ­ში.