ბერლინი-თბილისის სპეცბორტით გერმანიიდან 183 ადამიანი დაბრუნდა

ბერლინი-თბილისის სპეცბორტით გერმანიიდან 183 ადამიანი დაბრუნდათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის სპეცრეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 ადამიანი დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში 4.909 ადამიანია განთავსებული.

პირველი არხი