ჩხარტიშვილმა გამყრელიძეს ”ოცნების” სიაში ჩასმა შესთავაზა?

ჩხარტიშვილმა გამყრელიძეს ''ოცნების'' სიაში ჩასმა შესთავაზა?გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე – “ქართული ოცნების” საპარლამეტო სიაში? 
ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილის გუნდმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს ზუგდიდის მაჟორიტარობა შესთავაზა.
“ქართულმა ოცნებამ” 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაცით, მმართველი გუნდი საპარლამენტო სიაში იმ მედიკოსების სახელებს განიხილავს, ვინც აქტიურად ებრძვის პანდემიას.

ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილის გუნდმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს ზუგდიდის მაჟორიტარობა შესთავაზა.

“ოცნებაში” ცერცვაძის გარდა, გამყრელიძე – იმნაძის კანდიდატურებსაც განიხილავენ.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ დაიბარა ვანო ჩხარტიშვილმა ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძე და იმნაძე შეთავაზებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება ცერცვაძეს, მან მსგავსი წინადადება უარყო.

“მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არცერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც რაიმე შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ნიუპოსტი