“ექიმი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე პერიოდულად შემოდის ელემენტარულ კონტაქტში, მდგომარეობა მძიმეა”

"ექიმი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე პერიოდულად შემოდის ელემენტარულ კონტაქტში, მდგომარეობა მძიმეა"მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოიხსნა, პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ველოსიპედით მოძრავ ადამიანს მანქანა დაეჯახა.

შედეგად, ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტიფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გიფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომსახურების ასო­ცი­ა­ცია “ნე­ბას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიდა­ვით ან­დღუ­ლა­ძე მძიმედ დაშავდა.

„პრაიმტაიმმა“ მისი ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია გაარკვია.

„ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებო.

იმყოფება მექანიკურ ვენტილაციაზე, სასიცოცხლო მაჩვენებლებს სჭირდება დახმარება, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, პერიოდულად შემოდის ელემენტარულ კონტაქტში.

ამ დროისათვის რამე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა“, – ამბობენ კლინიკაში.

პრაიმ ტაიმი