გიგა ბოკერია – ივანიშვილმა დღესვე თუ არ ისწავლა გაკვეთილი, რომ სიტყვა უნდა შეასრულოს, გაიზრდება რისკები

გიგა ბოკერია - ივანიშვილმა დღესვე თუ არ ისწავლა გაკვეთილი, რომ სიტყვა უნდა შეასრულოს, გაიზრდება რისკებიივანიშვილმა დღესვე თუ არ ისწავლა გაკვეთილი, რომ სიტყვა უნდა შეასრულოს, გაიზრდება რისკები სამომავლოდ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, 2020 წლის არჩევნები მწვავე იქნება, თუმცა ამ არჩევნებზე ქვეყნის მართვიდან ივანიშვილის ჩამოშორება აუცილებელია.
“ჩვენ გველის მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი, რომლის ბოლოს ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას მშვიდობიანად, ის მშვიდობიანად უნდა შეეგუოს ამას და დღეს თუ არ ისწავლა გაკვეთილი, რომ სიტყვა უნდა შეასრულოს, თორემ მეორე მხარე არ დათმობს, ეს კიდევ უფრო დიდ რისკებს შეგვიქმნის იმ გზაზე, რომელიც წინ გველის” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.