იტალიაში ქართველმა დედამ საკუთარი შვილი დააბეზღა – “მინ­და, მო­ვე­ფე­რო ამ ქალს”

იტალიაში ქართველმა დედამ საკუთარი შვილი დააბეზღა - "მინ­და, მო­ვე­ფე­რო ამ ქალს"იტა­ლი­ის ქა­ლაქ გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ორი დღეა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მთა­ვა­რი სა­უბ­რის თე­მაა.

ქა­ლა­ქის მერ­მა ალე­სიო ვა­ლენ­ტემ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა ჩანს. “ზა­ო­დი” – იკი­თხე­ბა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით გა­კე­თე­ბულ წარ­წე­რა­ზე, რაც ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი უბ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა (ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ზა­ო­დი).

და­დას­ტუ­რე­ბით იმის თქმა, რე­ა­ლუ­რად ქარ­თველ­მა გა­ა­კე­თა თუ არა წარ­წე­რა, რთუ­ლია და ამის შე­სა­ხებ მი­ნიშ­ნე­ბას არც მერი აკე­თებს მის გან­ცხა­დე­ბა­ში. შემ­თხვე­ვა გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში 6 მა­ისს მოხ­და და ქა­ლა­ქის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვან­და­ლურ ფაქ­ტში დამ­ნა­შა­ვეს ეძებ­დნენ.

შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს მერ­მა ვა­ლენ­ტემ მო­რი­გი “ფე­ის­ბუქ”-მი­მარ­თვა გა­ა­კე­თა ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. ვი­დე­ო­ში ის ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­თან დგას, რო­მელ­ზეც წარ­წე­რა აღარ იკი­თხე­ბა, თუმ­ცა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვის კვა­ლი კვლავ ჩანს.

“ერთი ცუდი და მე­ო­რე კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს თქვენ­თვის.

ეს მო­ნუ­მენ­ტი ბევ­რს ნიშ­ნავს ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რად­გან გვახ­სე­ნებს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს. ეს არის ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ღირ­სე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვი­ღა­ცამ კი მო­ინ­დო­მა მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ეს არ არის მარ­ტო მო­ნუ­მენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ეს არის მთე­ლი გრა­ვი­ნას, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფა!

ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა კარგ ამ­ბავს – მინ­და გი­ამ­ბოთ მა­მაც დე­და­ზე, რო­მელ­მაც გა­ბე­და და თა­ვი­სი შვი­ლი ამ­ხი­ლა ამ საქ­ცი­ელ­ში. მხო­ლოდ ორ­ჯერ შემ­ხვდა ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ოჯახ­მა უჩივ­ლა შვილს და ბო­დი­ში მო­უ­ხა­და მთელს ქა­ლაქს. ეს ჭრი­ლო­ბა დიდ­ხანს დაგ­ვრჩე­ბა, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ხორ­ცე­ბას და­ი­წყებს, ასე­თი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო. მშობ­ლებ­მა უნდა ას­წავ­ლონ შვი­ლებს სწო­რად მოქ­ცე­ვა, არ უნდა და­ფა­რონ მათი ცუდი საქ­ცი­ე­ლი.

მინ­და მო­ვე­ფე­რო ამ ქალს და მინ­და ბევ­რი იყოს მას­სა­ვით მა­მა­ცი” – ყვე­ბა ალე­სიო ვა­ლენ­ტე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში. ქა­ლა­ქის მერი დას­ძენს, რომ წარ­წე­რა წა­შა­ლეს და მალე მე­მო­რი­ა­ლი პირ­ვან­დელ სა­ხეს და­იბ­რუ­ნებს.

ვი­დე­ოს იტა­ლი­ე­ლე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

“რა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტია! ამ დე­დის­გან არამ­ხო­ლოდ ბავ­შვებ­მა, მშობ­ლებ­მაც უნდა აი­ღონ მა­გა­ლი­თი, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ელს ფა­რა­ვენ. ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია ამ დე­დის გამ­ბე­და­ო­ბა!”

“აი, ის არის დედა, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად უყ­ვარს თა­ვი­სი შვი­ლი. მისი შვი­ლი იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია – ახლა შე­იძ­ლე­ბა გაბ­რაზ­დეს დე­დის საქ­ცი­ელ­ზე, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­გებს, რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­ა­კე­თა დე­და­მის­მა მის­თვის”

“ამ დე­დას მისი შვი­ლი სახ­ლში რომ ჩა­ე­კე­ტა ამ კა­რან­ტი­ნის დროს, ეს არ მოხ­დე­ბო­და და არც ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წევ­და. ბო­დი­შის მოხ­და კარ­გია, მაგ­რამ ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სა­დაც უნდა გა­და­ი­ხა­დონ და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე გა­ა­კე­თონ”

“რა სი­მა­მა­ცე­ზე სა­უბ­რობთ? იქ­ნებ იმის შე­ე­შინ­დათ, რომ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს ნა­ხავ­და პო­ლი­ცია და მთე­ლი ქა­ლა­ქის წი­ნა­შე მო­უ­წევ­დათ ბო­დი­შის მოხ­და? ეს ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი უპა­ტი­ე­ბე­ლია!”

“დიდი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ამ ქალს. იმე­დი მაქვს, ეს ბიჭი აც­ნო­ბი­ე­რებს შეც­დო­მას… რაც არ უნდა კარ­გად აღ­ზარ­დო შვი­ლი, ის გა­რეთ რას გა­ა­კე­თებს, ხში­რად არ იცი. ამ ქა­ლის საქ­ცი­ე­ლი მა­გა­ლი­თი უნდა იყოს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის, ყვე­ლა მშობ­ლის­თვის. მისი შვი­ლი კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდე­ბა, სა­ნამ მე­ო­რედ ასე­თი ვან­და­ლიზ­მის ჩა­დე­ნას გა­და­წყვეტს”.

ამბები