იტალიიდან საქართველოში 180 ადამიანი დაბრუნდა

იტალიიდან საქართველოში 180 ადამიანი დაბრუნდათბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 180 მოქალაქე დაბრუნდა.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 76 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3.273 ადამიანია განთავსებული.

პირველი არხი