ივანიშვილის ცაცვის ხის გადატანისას მუშა დაშავდა

ივანიშვილის ცაცვის ხის გადატანისას მუშა დაშავდაკორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ასწლოვანი ხეების გადაზიდვას აგრძელებს. ცაცხვის ხეს სოფელ ქარიატადან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკის მიმართულებით დღეს დაძრავენ.

როგორც ირკვევა, სამუშაოების მიმდინარეობისას კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა. ის ელექტროსადენებს ბოძებიდან ხსნიდა, რა დროსაც ავტომობილის ქვეშ მოჰყვა.

მამაკაცი ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული.