მაკა ჩიხლაძემ მთავარი არხი დატოვა

მაკა ჩიხლაძემ მთავარი არხი დატოვა„მთავარი არხი“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დატოვა.

როგორც ის საკუთარ facebook გვერდზე წერს, „მთავარი არხი“ მისი შვილივითაა.

„მთავარი არხი ჩემი შვილივითაა, შვილი, რომ ძალიან გიყვარს, მასთან განშორება გეძნელება და ნებისმიერი ადგილიდან მის გულშემატკივრად რჩები.

სადავო საკითხები არ არის, ყველაზე ბედნიერი გამოწვევებით სავსე და საინტერესო 8 თვე გავატარე აქ.

მანამდე შაბათის კურიერში. მადლობა ნიკას და ნოდარს, რომ მათი თანაგუნდელი გამხადეს.

ჰოდა სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე იმ იდეისთვის და ღირებულებებისთვის გავაგრძელებ ბრძოლას, რომელითაც ეს არხი შეიქმნა“, – წერს მაკა ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხი“ ნოდარ მელაძის შემდეგ, ოთხმა ჟურნალისტმა, ეკო მაღრაძემ, ვასილ დაბრუნდაშვილმა, მაკა ანდრონიკაშვილმა და რუსუდან ჯაბანიშვილმაც დატოვეს.

ოთხივე მათგანი „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდა.

პრაიმ ტაიმი