“მე ქართველი არ ვარ, მაგრამ ჩვენი დედაენა არის ქართული” – რა პრობლემები შეხვდა 31 წლის გაბრიელ კამაევს

"მე ქართველი არ ვარ, მაგრამ ჩვენი დედაენა არის ქართული" - რა პრობლემები შეხვდა 31 წლის გაბრიელ კამაევსინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია 31 წლის გაბ­რი­ელ კა­მა­ე­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვამ, რომ­ლი­თაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­შე­ვან­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს, რო­დე­საც ექი­მებს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სოფ­ლი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გა­მოყ­ვა­ნი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს მი­მარ­თვი­დან:

“ღვთის წყა­ლო­ბით, შენ და­ი­ბა­დე და გა­ი­ზარ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ, ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვე­მორ­ჩი­ლე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად შენი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, გენ­დერუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბი­სა, შენ ხარ სა­ქარ­თვე­ლოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე. ეს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს იმას, რომ შენ ისე­ვე უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დე კა­ნონს, რო­გორც მე და რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი 99% მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ანუ ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა. თუ თვლი, შენ ხარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დე, მე მა­პა­ტიე, იგი­ვე შე­მიძ­ლია მეც ვი­ფიქ­რო და იგი­ვე შე­უძ­ლია იფიქ­როს აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მაგ­რამ ასე არა­ფე­რი გა­მო­ვა. მე ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი არ ვარ, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის, მე ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ეს არის ჩემი სამ­შობ­ლო. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის 90 პრო­ცენ­ტმა ქარ­თუ­ლი არ იცის, მაგ­რამ ის მშვე­ნივ­რად იცი­ან, რო­გორ უნდა აგი­ნონ ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, ჩვენს მე­დი­კო­სებს. თქვენ ალ­ბათ მე­ტყვით, რომ ქსე­ნო­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბებს ვა­კე­თებ. ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი მხრი­დან აბ­სურ­დი და მა­რაზ­მი… თუ ვინ­მეს ეს არ მოგ­წონთ და თვლით, რომ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი იზღუ­დე­ბა, არ არის პრობ­ლე­მა, და­ტო­ვეთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თქვე­ნი პას­პორ­ტი და ნახ­ვამ­დის, ან იცხოვ­რეთ იმ რე­ა­ლო­ბა­ში და შე­ე­გუ­ეთ იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და რო­მელ­საც ვე­მორ­ჩი­ლე­ბით ქვეყ­ნის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა. ეს მინ­დო­და მეთ­ქვა. არ ვთვლი სა­ჭი­როდ მოგ­მარ­თოთ რუ­სუ­ლად, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა არის სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი დე­და­ე­ნა არის ქარ­თუ­ლი. ქარ­თუ­ლად უნდა გა­ი­გოთ ჩემი გზავ­ნი­ლი”.

31 წლის გაბ­რი­ელ კა­მა­ე­ვი თა­ვი­სი პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, უშიშ­რად გა­მო­ხა­ტავს თა­ვის აზრს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე, რის გა­მოც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბიც ხში­რად ხვდე­ბა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ამ ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბის გამო ახალ­გაზ­რდა კაცს და­ე­მუქრნენ კი­დეც.

– გაბ­რი­ელ, თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მი­მარ­თვა ბევ­რმა ნახა, იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კო­ბენ ასე გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გვი­ამ­ბეთ თქვენ­ზე…

– ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ, მყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­ში მი­ვი­ღე, თა­ვი­დან რუ­სულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ ქარ­თუ­ლი და­ვამ­თავ­რე. სკო­ლის შემ­დეგ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი. დედა ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია, მამა – ჩე­ჩე­ნი, მა­მას­თან დიდი ხა­ნია კონ­ტაქ­ტი არ მაქვს. თბი­ლის­ში ისეთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხალ­ხი ცხოვ­რობ­და: აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, იე­ზი­დე­ბი, სომ­ხე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი. უბან­ში არა­სო­დეს მიგ­ვრძნია დის­კომ­ფორ­ტი იმის გამო, რომ არ ვარ ქარ­თვე­ლი. დედა სულ ცდი­ლობ­და მეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მცოდ­ნო­და კარ­გად. 17 წლის ასაკ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი გავ­ხდი და აქე­დან და­ი­წყო ჩემი პრობ­ლე­მე­ბი, უფრო მა­მის მხა­რეს­თან.

– თქვენს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბას ცუ­დად შეხ­ვდნენ?

– ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად. ახლა ჩემი გან­ცხა­დე­ბის მერე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან რომ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი, ასე იყო მა­შინ პრობ­ლე­მე­ბი ჩეჩ­ნებ­თა­ნაც, ოღონდ იმათ­თან სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო. მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი ზო­გა­დად ყო­ველ­თვის მქო­ნია ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, მაგ­რამ, არ მგო­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს ამა­ში რამე. ვამ­ბობ ყო­ველ­თვის იმას, რაც მგო­ნია, რომ ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა თქვას. ბოლო მი­მარ­თვა რომ მო­ის­მი­ნეს, უფრო მე­ტად ნე­გა­ტი­ვი ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­გან წა­მო­ვი­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა სწო­რად გა­ი­გო ჩემი გზავ­ნი­ლი. პო­ზი­ცი­ას ამის გამო არ შე­ვიც­ლი, თქვენ­თა­ნაც იგი­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი ეთ­ნი­კუ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, პირ­ველ რიგ­ში უნდა მე­ტყვე­ლებ­დეს ქარ­თუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს უნდა სცემ­დეს პა­ტივს, რად­გან ეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად ქარ­თუ­ლი ენა უნდა იცო­დეს ნე­ბის­მი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს. გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი უცხო ქვეყ­ნებ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბა, თა­ვის ენას და ის­ტო­რი­ას ყველ­გან პა­ტივს სცე­მენ. რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იღებ იმ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის და ენის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცხოვ­რო­ბენ და ქარ­თუ­ლი არ იცი­ან. ამა­ზე მწყდე­ბა გული. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უმ­ცრო­სი თა­ო­ბის 80%-მა ქარ­თუ­ლი იცის და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას ენის პრობ­ლე­მე­ბი მარ­ნე­ულ­ში, ბოლ­ნის­ში და იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ბევ­რი ნა­თე­სა­ვი მყავს და ენის არ ცოდ­ნის გამო ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ო­ბა­ზეც არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი. ბევ­რს სა­ერ­თოდ ეგო­ნა, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, სა­ერ­თოდ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­დნენ. ბევ­რი რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო. რაც ბოლო დროს ვნა­ხეთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე მი­მე­მარ­თა მათ­თვის. კა­ნონ­მდებ­ლო­ბას უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ ყვე­ლა, არა­ვის უნდა ეგო­ნოს, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს.

– მი­მარ­თვის ჩა­წე­რა ბოლ­ნის­სა და მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტებ­მა გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

– ჩემს მე­გობ­რებ­საც უნ­დო­დათ აღ­ნიშ­ნუ­ლის თქმა, მაგ­რამ რად­გან ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ამას მოყ­ვე­ბო­და ხმა­უ­რი და ქსე­ნო­ფო­ბო­ბა დაბ­რალ­დე­ბო­დათ. ასე­ვე ვნა­ხე ამ ფაქ­ტებ­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა, იქ შე­უ­რა­ცხყო­ფის გარ­და ვე­რა­ფე­რი მო­ვის­მი­ნე, ის პო­ზი­ცი­აც მო­ვის­მი­ნე, რომ თურ­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი უნდა გა­დევ­ნონ და ა.შ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ჩა­მე­წე­რა ის, რა­საც ვფიქ­რობ რე­ა­ლუ­რად. ეს იყოს და ეს.

– უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ხომ არ ისა­უბ­რებთ?

– არ­სად, კავ­კა­სი­იც არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი არ არი­ან ისეთ კომ­ფორ­ტში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. აზერ­ბა­ი­ჯან­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რე ყველ­გან, სა­დაც კი მივ­სულ­ვარ მთხოვ­დნენ მე­სა­უბ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად, არა­ნა­ი­რი რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი… სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი ჯგუ­ფე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­თვის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი. ეს არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. არ ვარ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს და ეს ეთ­ნი­კუ­რო­ბას­თან არ არის კავ­შირ­ში. ჩემი სამ­შობ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო, აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, აქ ვცხოვ­რობ, აქ უნდა მოვ­კვდე და რი­თაც შე­მიძ­ლია უნდა და­ვუდ­გე ჩემს სამ­შობ­ლოს გვერ­დში.

– რო­გორც შე­ვი­ტყვე, ცოტა ხნის წინ თქვენ გა­მო­ეხ­მა­უ­რეთ “იუ­თუბ­ზე” ატ­ვირ­თულ სიმ­ღე­რას და ამის გამო პრობ­ლე­მე­ბი ჩეჩ­ნებ­თან და აფხა­ზებ­თან შე­გექ­მნათ, ამ ინ­ცი­დენტზე ისა­უბ­რებთ?

– კლი­პია გა­კე­თე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა­ზე, ესალ­მე­ბი­ან კავ­კა­სი­ას, თუმ­ცა გა­მო­ყო­ფენ სა­ქარ­თვე­ლოს ორ უძ­ვე­ლეს რე­გი­ონს. აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებს და ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, თით­ქოს ცალ­კე რეს­პუბ­ლი­კე­ბია. ამას გა­მო­ვეხ­მა­უ­რე და ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე კავ­კა­სია არ არ­სე­ბობს-მეთ­ქი. თუკი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად გა­ავ­რცე­ლეს ასე, მი­ნი­მუმ ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოთ და გა­მო­ას­წო­როთ, თუ ეს გან­ზრახ გა­ა­კე­თე, მა­შინ ეს სე­პა­რა­ტიზმს ემ­სა­ხუ­რე­ბა-მეთ­ქი. ეს მი­მარ­თვა ჩავ­წე­რე რუ­სულ ენა­ზე და დავ­დე. მივ­მარ­თავ­დი იმ ჩე­ჩენ მომ­ღე­რალს და ამ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს. ამას დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა ჩეჩ­ნე­ბის და აფხა­ზე­ბის მხრი­და­ნაც. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი და­მიბ­ლო­კეს, რად­გან გულ­ზე მოხ­ვდათ. არა­და, ახ­ლაც იგი­ვეს ვი­ტყვი, კავ­კა­სია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე იგი­ვეა, რაც ქორ­წი­ლი სი­ძის გა­რე­შე. სა­ქარ­თვე­ლო იყო კავ­კა­სი­ის ცენ­ტრი ყო­ველ­თვის და იქ­ნე­ბა. მი­თხრეს, რომ არა­სო­დეს არ უნდა ჩა­ვი­დე მათ­თან, თო­რემ გა­მის­წორ­დე­ბი­ან. იყო მუ­ქა­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რაც მქონ­და, კონ­ფლიქ­ტიც იყო.

ამბები