ნიგერიაში მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიაში მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს30 აპრილს, ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები დაესხნენ თავს. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს გემთმფლობელ კომპანიასთან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ გატაცებულთა ოჯახის წევრებს. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გატაცებულთა იდენტიფიცირებას არ ახდენს.