პირველი ხუთეულის პაციენტი, რომელიც 2 თვე მკურნალობდა, განიკურნა – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა

პირველი ხუთეულის პაციენტი, რომელიც 2 თვე მკურნალობდა, განიკურნა - გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან იყო მოთავსებული. ის ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი ამ დრომდე კორონავირუსზე დადებითს აჩვენებდა.

სულ ამ დროისთვის კოვიდ 19-გან განკურნებულთა რიცხვი 240მდე გაიზარდა.

იპნ