ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის პოსტზე ბადრი ნანეტაშვილი შეცვლის

ქეთევან ციხელაშვილს მინისტრის პოსტზე ბადრი ნანეტაშვილი შეცვლის“კურიერის” ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილს, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი ჩაანაცვლებს.

ბადრი ნანეტაშვილი 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე იყო  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2018 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული შენების” თავმჯდომარის მოადგილე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრი ნანეტაშვილი დავით უსუფაშვილს უჭერდა მხარს და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

ქეთევან ციხელაშვილი კი მუშაობას ავსტრიაში ელჩად გააგრძელებს.

ასევე უკვე დადასტურებულია, რომ ის იქნება ელჩი ეუთოშიც. ქეთევან ციხელაშვილი დავით დონდუას ჩაანაცვლებს.