ქუთაისში კორპუსის ჩამონგრეული ფასადი გამვლელს თავში დაეცა

ქუთაისში კორპუსის ჩამონგრეული ფასადი გამვლელს თავში დაეცაქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა, რის შედეგადაც მოქალაქემ თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.

ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს  და შუახნის ქალი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავი 2