საქართველოში კოვიდ 19-გან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ 61,8%-ია განკურნებული

საქართველოში კოვიდ 19-გან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ 61,8%-ია განკურნებულისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 419 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3.873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი.

677 დადასტურებული შემთხვევიდან 419 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 61,8-ს შეადგენს, გარდაცვლილთა – 1,7%-ს.