საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, განკურნებულთა – 8-ით

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, განკურნებულთა - 8-ითსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 638 გახდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 317 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 პირი.

ინფორმაციისთვის, 638 ადამიანიდან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.