საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 626-ს შეადგენს – განკურნებულია 297, გარდაცვლილია 10

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 626-ს შეადგენს - განკურნებულია 297, გარდაცვლილია 10საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 626 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა 297 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4.702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.

ინფორმაციისთვის, 626 ადამიანიდან 297 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.