საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 635 შეადგინა – 309 განიკურნა, 10 გარდაიცვალა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 635 შეადგინა - 309 განიკურნა, 10 გარდაიცვალასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში ცხრით გაიზარდა და 635 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა 309 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452 პირი. ინფორმაციისთვის, 635 ადამიანიდან 309 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.