საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, განკურნებულთა – 23-ით

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, განკურნებულთა - 23-ითსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 647 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 23 – ით გაიზარდა და 372 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4.373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი.

ინფორმაციისთვის, 647 ადამიანიდან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.