“შარლოტა ჰელენი 6 თვეა საქართველოშია, ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს” – ვინ არის ნიკა ბასილაშვილის შეყვარებული

"შარლოტა ჰელენი 6 თვეა საქართველოშია, ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს" - ვინ არის ნიკა ბასილაშვილის შეყვარებულინიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს.

დოროყაშვილი მისი ოჯახის დანგრევას საკუთარ მეგობრებთან საუბრისას, ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც და ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ, საქმე ბავშვზე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა სასამართლომ ბასილაშვილის დედა უდანაშაულოდ ცნო.

ნიკა ბასილაშვილის რჩეული გერმანელი სპორტსმენი შარლოტაა. ის კარგად თამაშობს ჩოგბურთს და ასევე ხელბურთსაც.

ნიკამ გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელი ჩოგბურთელი 24 მაისს ბასილაშვილის სასამართლო პროცესზეც იყო და მის სახლთან ჩასაფრებულ ჟურნალისტებსაც შეუნიშნავთ, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ ის და ნიკოლოზი უკვე 6 თვეა ერთად არიან და ის ბასილაშვილების ოჯახშიც მიღებული სარძლოა.

რა იციან ნიკოლოზის კოლეგებმა შარლოტა ჰელენის შესახებ? ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს ესაუბრა.

– ამბობენ, რომ ნიკას და ნეკას განქორწინების მიზეზი გერმანელი ქალბატონი შარლოტა ჰელენი იყო…

– არა… გერმანელი ქალბატონი მათი განქორწინების შემდეგ გამოჩნდა და არა მანამდე. როგორც ვიცი, ეს გოგონა ამ ეტაპზე, მასთან ერთად არის. ნამდვილად ვიცი, რადგან მანამდე, ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით და მსგავსი ადამიანი ნიკას გვერდით მე არ მინახავს. არ არის გამორიცხული, რომ რადგან ახლა არსებობს, შეიძლება თქვან, მანამდეც არსებობდაო.

– რამდენი ხანია, რაც შარლოტა გამოჩნდა?

_ ეს გოგონა ექვსი თვის წინ გავიცანი. 6 თვეა საქართველოშია… ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს… მისი არსებობის შესახებ, მანადე არაფერი მსმენია. ნიკუშა და ნეკა კი, დიდი ხანია განქორწინებულები არიან. ზუსტად არ ვიცი, ოფიციალურად როდის გაეყარნენ, მაგრამ ერთად, დიდი ხანია არ ცხოვრობენ.

– ნიკოლოზის შეყვარებულია შარლოტა?

_ როგორც ჩანს, ალბათ ასეა. ჰელენი რამდენჯერმე მყავს ნანახი. ფაქტია, მასაც უყვარს. აბა, გერმანიიდან ტყუილად არ ჩამოვიდოდა!
 პრაიმ ტაიმი