ცხინვალში კოვიდ 19 დაუდგინდა 15 პირს – მათგან 7 რუსული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია

ცხინვალში კოვიდ 19 დაუდგინდა 15 პირს - მათგან 7 რუსული სამხედრო სასწავლებლის კურსანტიაოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევას თქმით, დღეს ვირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები 2 დღის წინ გამოვლინდა. გუშინ ინფექცია 8 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 7 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

იპნ