ჟურნალ “სარკის” ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა

ჟურნალ "სარკის" ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალაჟურნალ სარკის 24 წლის ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ამის შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მედეა სანაიამ ფეისბუქში დაწერა:

“გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს…”