ზუგდიდში სატვირთოს მძღოლს თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდში სატვირთოს მძღოლს თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდაზუგდიდში სატვირთო მანქანის მძღოლს თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს მოგზაურობის ისტორია აქვს და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ასრულებდა სატვირთო გადაზიდვებს, მათ შორის თბილისშიც.

“მას დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით, ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში და როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მიმართა რუხის კლინიკას”, – თქვა ნანა ოდიშარიამ.

ექიმის თქმით, მძღოლმა დაასახელა კონტაქტები და მათი ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ოჯახს, ინფიცირებულის ცოლის თქმით, ის და მისი 3 შვილი კარანტინში არიან გადაყვანილნი.

16 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 677 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 419 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 12.