გორში მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მდგომარეობა ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად ისევ მძიმეა.
რეანიმაციულ განყოფილებაში ახალგაზრდა მამაკაცს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება. პაციენტს თავის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. ერეკლე თედლიაშვილს სხვა დაზიანებებიც აქვს.
“პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ძირითადი დაზიანებები კვლავ აქვს. მასზე დამატებით ქირურგიულ ჩარევებს არ ვგეგმავთ,” – აცხადებს ერეკლე თედიაშვილის მკურნალი ექიმი.
თედლიაშვილის ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც ურთიერთ შელაპარაკება მოუვიდა თარაშ კანდელაკთან და მის მეგობრებთან. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ეს ამ დრომდე უცნობია.
ბრალდებული ყოფილი მოკრივის გიორგი კანდელაკის შვილია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თარაშ კანდელაკს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რუსთავი 2

