გამყრელიძე – ”კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველ წყაროზე”

გამყრელიძე - ''კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველ წყაროზე''დღის მანძილზე კიდევ 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ ხუთი შემთხვევიდან, ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველ წყაროზე – ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას გააკეთა.

“დილისთვის გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის ყველა წყარო დადგენილია. მაგრამ დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა (სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელი). აქედან გამომდინარე, როდესაც ახლა მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან, ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველ წყაროზე,” – განაცხადა გამყრელიძემ.