ირაკლი ღარიბაშვილი – “როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო 2 წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი”

ირაკლი ღარიბაშვილი - "როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო 2 წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი"თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კო­მენ­ტარს აკე­თებს მისი სა­ა­თე­ბით გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე სა­ერ­თო ჯამ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ჯის სა­ა­თებს ფლო­ბენ, რა­საც მი­ნის­ტრი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

“ღა­მის კუ­რი­ე­რის” ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას, წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, რო­გორ და რა თან­ხით შე­ი­ძი­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

“პო­ლი­ტი­კა­ში არ მოვ­სულ­ვარ ქუ­ჩი­დან. პო­ლი­ტი­კამ­დე 10 წელი ვმუ­შა­ობ­დი ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და მქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. გან­სხვა­ვე­ბით, გარ­ყვნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ა­თე­ბი მი­კე­თია, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად.

მა­გა­ლითს გე­ტყვით, ეს არ არის ღია ინ­ფორ­მა­ცია – როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, ბოლო ორ წელ­ში, მქონ­და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. ეს არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლი, თუ ბიზ­ნეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით. პო­ლი­ტი­კამ­დე კი, გი­თხა­რით ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, ვმუ­შა­ობ­დი ადა­მი­ან­თან, რომ­ლის გვერ­დი­თაც ვარ უკვე 17 წე­ლია…

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თი მი­კე­თია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არა­ვის­თვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თმე­ვია და თუ რამე მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ” – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ” ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

ამბები