ჯორჯ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანით სიგარეტის ყიდვის ბრალდებით დააკავეს – ინციდენტი, რომელმაც მსოფლიოს კორონავირუსი დაავიწყა

ჯორჯ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანით სიგარეტის ყიდვის ბრალდებით დააკავეს - ინციდენტი, რომელმაც მსოფლიოს კორონავირუსი დაავიწყა46 წლის შავ­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცის, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აშშ-ში და ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვა. მომ­ხდარ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. პროტესტი იმდენად მასშტაბურია, რომ მსოფლიოს კორონავირუსი გადაავიწყა.

შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ მი­ნე­ა­პო­ლის­ში მოხ­და. ფლო­იდს და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­მა ყელ­ზე მუხ­ლი და­ა­ჭი­რა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯორ­ჯი ევედ­რე­ბო­და, გა­ეშ­ვა, რად­გა­ნაც ვერ სუნ­თქავ­და, პო­ლი­ცი­ელ­მა თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ფლო­იდ­მა უკვე მოძ­რა­ო­ბა შე­წყვი­ტა, პო­ლი­ცი­ამ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა და ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და.

ვინ იყო ჯორჯ ფლო­ი­დი?
ჯორჯ ფლო­ი­დი ტე­ხას­ში, ჰი­უს­ტონ­ში ღა­რიბ­თა უბან­ში გა­ი­ზარ­და. ამ ად­გილს “შავი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულს” უწო­დე­ბენ. იქ დღემ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რო­ბენ, კრი­მი­ნა­ლი მძვინ­ვა­რებს და ძნე­ლია, გა­დარ­ჩე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ონ­სეც იმ უბან­ში გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა, მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იქ მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რი გზის პოვ­ნას ვერ ახერ­ხებს და დიდი ნა­წი­ლი კრი­მი­ნა­ლის გზას ად­გე­ბა.

ჯორჯ ფლო­ი­დი მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო. 1992 წელს ამე­რი­კულ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი – კა­ლათ­ბურთს და ამ სპორ­ტშიც ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა.

ის ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­გობ­რე­ბი “კე­თილ გი­განტს“ ეძახ­დნენ.

“12 წლის ასაკ­ში ისე­თი გი­გან­ტუ­რი იყო, მა­ნამ­დე ასე­თი მა­ღა­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს“- იხ­სე­ნებს ფლო­იდს მე­გო­ბა­რი და თა­ნა­გუნ­დე­ლი ჯო­ნა­თან ვილი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ამე­რი­კულ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და 88 ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რით, ხოლო შემ­დეგ, სამ­ხრეთ ფლო­რი­და­ში კო­ლე­ჯის კა­ლათ­ბურ­თის გუნდში იყო. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ტე­ხა­სის A&M-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა არ და­უმ­თავ­რე­ბია.

მისი ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზით წა­ვი­და. რა­სობ­რივ­მა და­ყო­ფამ, ეკო­ნო­მი­კურ­მა უთა­ნას­წო­რო­ბამ, წარ­მო­უდ­გე­ნელ­მა სი­ღა­რი­ბემ თა­ვი­სი კვა­ლი და­ა­ტყო და სა­ბო­ლო­ოდ, 2007 წელს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვი­სა და ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

მისი ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სურ­და, ცხოვ­რე­ბა შე­ეც­ვა­ლა რო­გორც თა­ვის­თვის, ასე­ვე სი­ღა­რი­ბე­ში მყო­ფი მე­ზობ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს ვერ შეძ­ლო.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ტრი­ა­ლებს ვი­დეო, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2017 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მელ­ზეც ფლო­ი­დი ევედ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, რომ შე­ეშ­ვან ძა­ლა­დო­ბას, მით უფრო ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას.

ფლო­ი­დის ოჯა­ხის თქმით, ის მი­ნე­სოტას შტატ­ში 2018 წელს გა­და­ვი­და, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან სურ­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა. ცდი­ლობ­და, რომ გზა ეპო­ვა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­სა­წყე­ბად.

თავ­და­პირ­ვე­ლად მან მი­ნე­სოტა­ში ად­გი­ლობ­რივ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში დაც­ვად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ სა­მუ­შაო შე­იც­ვა­ლა და სატ­ვირ­თოს მძღო­ლად გა­და­ვი­და, ასე­ვე მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც მას “დიდ ფლო­იდს“ ეძახ­დნენ.

ბევ­რი ამე­რი­კე­ლის მსგავ­სად, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მა­ნაც და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და შე­მო­სა­ვა­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბას, ცნო­ბი­ლია, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან 20 დო­ლა­რი­ა­ნი ყალ­ბი კუ­პი­უ­რით სი­გა­რე­ტი იყი­და, სწო­რედ ამის გამო აკა­ვებ­დნენ. ხოლო რაც შემ­დეგ მოხ­და, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა.

ამბები