კერძო ბაღები გახსნას ითხოვენ

კერძო ბაღები გახსნას ითხოვენკერძო ბაღებისა და მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა მთავრობას პეტიციით მიმართა, რომ ფუნქციონირების უფლება მისცენ კერძო ბაღებს.

ბაღების ხელმძღვანელების მოთხოვნას მშობელთა ნაწილიც უერთდება და აცხადებენ, რომ ქვეყანაში, როცა შეზღუდვები მოიხსნა და მშობლები სამსახურში გავიდნენ, დღის წესრიგში დადგა ბავშვების ბაღში მიყვანაც.

”ქვეყნაში იხსნება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და ყველა სექტორი, მათ შორის ხალხმრავალიდაწესებულებებიც  აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე ისევ დახურული რჩება სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და ეკონომიკის ამუშავებისათვის, სამწუხაროდ, ამ სექტორზე არავინ საუბრობს, მეტიც შეკითხვების მიუხედავად პასუხებს არავინ იძლევა, არის სრული იგნორირება, რაც ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ყველასთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ საკითხის მნიშვნელოვანება ბავშვებისათვის, მშობლებისათვის და ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანისათვის და სპეციალისტების მონაწილეობით რაც შეიძლება მოკლე დროში შეიქმნას ხედვა, რეკომენდაციები  და გრაფიკი ფუნქციონირების აღსადგენად”, – აცხადებს კერძო ბაღებისა და მშობლების საინიციატივო ჯგუფი.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ბაღებში დასაქმებულთა მდგომარეობაც, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა უხელფასოდ დარჩა.